06:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 22:22:55, 520 ნახვა

კომენტარი
ALDE-ს პრეზიდენტი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან

„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, - ამის შესახებ ALDE-ს პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა სასამართლოებში.

„გასულ პარასკევს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გადაუდებელია ისე, როგორც არასდროს.

შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს ჩართულობას და პოლიტიკური ჩიხის დასასრულს და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

მე ვარ ლიბერალი და მე მხარს ვუჭერ საქართველოს.

როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო.

საქართველო, სადაც განსხვავებულ აზრს უსმენენ და პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში წყდება და არა სასამართლოებში ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდეგ.

ახლა არის დიალოგისა და დეესკალაციის და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების დრო.

მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ჩამოსვლამდე, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics