08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:09:49, 294 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ახალგაზრდებში სუიციდი უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის უკან გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანის სუიციდის თემაზე დეპუტატებს უპასუხა, რომ უმძიმესი თემაა და მის გადაჭრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

„რაც შეეხება 14 წლის გოგონას სუიციდს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. სუიციდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ - საინფორმაციო რგოლები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული დამთავრებული ყველა სამინისტრო, განათლება, მთელი საზოგადოება ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ მხოლოდ.

უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ ამაზე ყველა ჩვენთაგანმა, არა მარტო მე პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სუიციდი მსოფლიოში არის პრობლემა, არამარტო საქართველოში, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics