08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:50:19, 281 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს - შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა.

„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა  ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო. პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება.

„სულ, საქართველოს მასშტაბით, დამონტაჟებულია 5000-ზე მეტი ვიდეოკამერა. მათ შორის, 1758 ნომრის ამომცნობი და 3386  ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ფუნქციონირებს სიჩქარის კონტროლის 277 სექცია, რის საფუძველზეც, ჯამურად კონტროლდება 1185 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისივე თქმით, ნომრის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუჩებში მოძრავი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური იდენტიფიცირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics