09:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 13:37:30, 651 ნახვა

კომენტარი
ლადო კახაძე: ერთმა ასულმა მომწერა, რანაირი ექიმი ხარ, პირბადის ტარებას გვაძალებო - დიახ, ზოგჯერ იმას გეტყვის ექიმი, რაც არ გესიამოვნება

ერთმა ასულმა მომწერა, რანაირი ექიმი ხარ, პირბადის ტარებას გვაძალებო - დიახ, ზოგჯერ იმას გეტყვის ექიმი, რაც არ გესიამოვნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პირბადის ტარების ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ.

ლადო კახაძემ საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

„დღეს ფეისბუქში მომწერა ერთმა გოგომ, ასულმა, არ მინდა კნინობითი ფორმით გამომივიდეს. შენ რანაირი ექიმი ხარო, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო. დიახ, ექიმთან რომ მოდიხარ, ექიმი იმას არ გეტყვის რაც შენ გესიამოვნება. ექიმი სწორ დიაგნოზს დაგისვამს, ზოგჯერ ნემსს გაგიკეთებს, ზოგჯერ ოპერაციას შემოგთავაზებს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია შენ წინ დაგხვდეს სწორად გაკეთებული, რომ პრევენციულად, მერე გართულებაში არ ამოყო თავი და რეციდიულად, რამე თავს არ დამართო. ექიმს ფიცი აქვს დადებული „არა ავნო რა“ პრინციპიდან გამომდინარე. შეიძლება ყოველთვის ვერ დაეხმაროს, მაგრამ არ უნდა ავნოს. ბატონო არჩილ, თქვენ რომ ბიურო დაამთავრეთ, შესანიშნავი ინერცია მომეცით, თქვენ მოუწოდეთ ბიუროს წევრებს, პირბადე ატარეთო რა, გთხოვთო... პირბადე იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, შენ, ადამიანო, შენი თავიც დაიცვა და სხვა არ დააზიანო“, - განაცხადა ლადო კახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics