2021-02-15 12:14:42, 761 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავას განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, შეზღუდვები უფრო მალე შემსუბუქდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეკომენდაციები შესრულდება, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებას უფრო მალე მიიღებენ.
ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„თითოეული ჩვენგანის ხელშია ეს კალენდარი შემდგომი შემსუბუქების. ჩვენ თუ ყველა მოწოდების სიმაღლეზე დავრჩებით და შევასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, პირბადის ტარებას, თუ ბიზნესები დაიცავენ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, შემდგომი შემსუბუქების თარიღი უფრო მალე დადგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან