09:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 15:25:33, 495 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება

„ჩვენი გეგმაზომიერი, რაციონალური, კრიტერიუმებზე დაფუძნებელი მიდგომის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და ღია და დახურული ბაზრობები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე იხსნება, ხოლო რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ღია სივრცეების ნაწილში აღადგენენ ფუნქციონირებას, ანუ ის წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 1-ლი თებერვლიდან აჭარაში, გადმოვიტანეთ მთელ საქართველოში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთვარობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან კრიტერიუმი ნათელია - ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. ამასთან, მინისტრის თქმით, ეს არის მთელი საზოგადოების და მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა, რომ არ მოხდეს ეპიდვითარების გაუარესება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის, ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადახედვის აუცილებლობა. 

„როგორც ჩვენ ვპირდებოდით და ვეუბნებოდით მოსახლეობას, საზოგადეობას, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი წინასწარი გრაფიკი არის ცვალებადი და დიდად დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის უპირობო გახსნა, რადგან ჩვენი კრიტერიუმი ნათელია, ეს არის ეპიდვითარება და ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი. თითოული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესების პასუხისმგებლობა არის, რომ არ მოხდეს ვითარების გაუარესება და ყველანი არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავაც გადაიხედოს და ამ შემთხვევაში ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები, ეს ჩვენ ძალიან არ გვინდა. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული თარიღები ვუთხრათ ბიზნესებს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ყველა წესის დაცვას და პასუხისმგებლობაც ამ თვალსაზრისით მკაცრდება, რაც ვფიქრობ, სავსებით სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მიუდგება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მათ ვაძლევთ ნაადრევად ფუნქციონირების შესაძლებლობას და მეორე მხრივ გაორმაგებულად მკაცრად მოვთხოვთ, მათ შორის ეს შეეხება სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, მათ შორის სანქციებს და ა.შ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics