2021-02-03 11:46:06, 499 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - თებერვლის ბოლომდე 15 000-მდე მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ
„თებერვლის ბოლომდე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და იყოს დაწყებული 15 000-მდე მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში პირველი „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.
„ვაქცინას ველოდებით უკვე მალე, თებერვლის ბოლომდე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და იყოს დაწყებული 15 000-მდე მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა. დღეიდან უკვე მობილიზებულია 10 ე.წ ვაქცინაციის ცენტრი. ვაქცინაცია ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, რომლებსაც გარკვეული მოთხოვნები ექნებათ“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან