2021-02-02 18:27:48, 486 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - თუ 7-14 დღის განვალობაში მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, შეზღუდვები აქტიურად მოიხსნება
„თუ 7-14 დღის განვალობაში მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, შეზღუდვები აქტიურად მოიხსნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში ამ დროისთვის დადებითობის მაჩვენებელი 5% არის.
„დინამიკა შემცირების გრძელდება, რაც კარგია. თუ ჩვენ 7-14 დღის განმავლობაში გვაქვს 4%-ზე ნაკლები მაჩვენებელი მაშინ უფრო აქტიურად შეიძელბა შეზღუდვების მოხსნა.
კარგი შედეგია აჭარაში, დღეს იქ 3% არის მაჩვენებელი, შეზღუდვები სერიოზულად შემსუბუქდა, თუმცა თბილისში რჩება ტრანსპორტის შეზღუდვა, ქუთაისში და ასევე რუსთავში.
თბილისს ვაკვირდებით, იქ 5% გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,