17:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 18:13:41, 744 ნახვა

კომენტარი
ივერი მელაშვილი - აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში

აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში", - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებ.

გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics