2021-01-26 13:08:59, 523 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის 42% ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდობლობას გვიცხადებს
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის 42% უნდობლობას უცხადებთ.
როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ვაქცინაციისადმი ნდობა ამაღლდეს.
„კვლევა ჩვენ ჩავატარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ, რომ დაახლოებით 42% არის იმ ადამიანების, ვინც უნდობლობას გვიცხადებს, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. მნიშვნელოვანია ვაქცინის პოპულარიზაცია. პირველი და მთავარი ნაბიჯი რაც მე მიმაჩნია სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს როგორც სანდოობის გარანტი, ეს არის ის რომ ჩვენ ვენდობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მისი მხრიდან დამტკიცებულ სანდო ვაქცინა და შესაბამისად ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობა არ ექნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან