2021-01-25 14:14:44, 579 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ძალიან მძიმეა
„გიდასტურებთ, რომ უმუშევრობის პრობლემა ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, უმუშევრობაზე საუბრისას პოლიტიკური პარტიების მთავარი რესურსი პანდემიის თემით სპეკულირებაა.
„უმუშევრობას გიდასტურებთ, რომ ძალიან მძიმეა და ეს არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ცუდია, რომ პანდემიის თემით სპეკულირება არის მთავარი რესურსი, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ და შესაბამისად, ეს პოლიტიკურ ველზეც წარმოშობს გარკვეულ დაძაბულობას. როცა კონკრეტულ ადამიანს შეკითხვას უსვამ უნდა დააზუსტებინო, რატომ არ არსებობს, რა ნიშანი არ არის, რომელიც დემოკრატიად წარმოადგენს საქართველოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან