2021-01-23 23:56:45, 702 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ამბობდნენ რა საჭირო იყოო
„იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ამბობდნენ რა საჭირო იყოო“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გლახაკებს იესოსგან არაფერი აკლიათ.
„იესოს, როდესაც ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანეს ფეხები, ამბობდნენ, რომ რა საჭირო იყო ამის გაკეთება, გაყიდულიყო ეს ნელსაცხებელი და გლახაკებს დარიგებოდა ეს ფულიო.
ახლა, ვითომ, გლახაკებს იესოსგან რამე აკლდათ. იცით ალბათ ხომ ეს ადამიანი ვინ იყო, ეს იყო იუდა, რომელსაც, ასე წერია სახარებაში, რომ გლახაკების დარდი არ ჰქონდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,