2021-01-05 11:58:07, 607 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - აჭარაში განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში
„აჭარაში განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორ ის აღნიშნავს, აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია.
„საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2 900 საწოლის არის თავისუფალი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარკვეული საწოლები მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდნენ, განსაკუთრებით აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან