2020-10-09 11:16:40, 1410 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში გამოვლინდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში გამოვლინდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
„საბედნიეროდ, აჭარაში მიღებული ზომების შედეგად რაოდენობა შემცირდა და არის 36%, ეს შეესაბამება 190 პაციენტს, მაგრამ სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3 და სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,