2020-10-08 11:21:16, 1126 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 4672 აქტიური შემთხვევაა.
„დაფიქსირდა 472 ახალი შემთხვევა. მათი განაწილება შემდეგნაირია: აჭარა 230, თბილისი 134, იმერეთი 68, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლი 6, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 პაციენტია“, - განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან