2020-10-06 20:24:19, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 103 შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება 247 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 103-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს 134 პაციენტი, აქედან 127-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.
მძიმე მდგომარეობაშია 20 პირი, საშუალო სიმძიმისაა 45.
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1868-ია. გამოჯანმრთელებულთ კი 655.
კოვიდ-19-ით გარდაცვლილია 15.
ავტორი: ექსპრესნიუსი,