2020-10-06 12:08:16, 1400 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ით კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსი ინფიცირების 1 237 504 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 21 663 შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში კოვიდ19-სგან 988 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან