2020-10-05 12:37:30, 1032 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 53-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 53-ე პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა.
„24 საათის განმავლობაში გვაქვს 3 გარდაცვალება, 2 გარდაცვალება ფიქსირდება ბათუმში, ერთი კი, ქუთაისში ფიქსირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან