2020-10-05 11:51:54, 1099 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევის გამო, დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადავიდა
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, კოვიდინფიცირებული პირველი კლასის მოსწავლეა, რომლის ინფიცირებაც დედისგან მოხდა.
შემთხვევის გამო, სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაინფიცირებული მოსწავლის მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,