2020-10-05 10:26:53, 1553 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 696-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
საქართველოში კორონავირუსით სულ 52 პაციენტი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 375-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 4 244-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი რჩება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან