2020-10-04 11:21:21, 1531 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ-19-ის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოვიდ-19-ის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge ავრცელებს.
საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი.
საერთო მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინფიცირების რაოდენობა 8 118-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულების 4 244 გახდა.
კარანტინის რეჟიმში არის 5 392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 გადის.
ქვეყანაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,