2020-10-02 10:03:32, 532 ნახვა
ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვიწყებთ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს,“- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მრჩეველს, ხოუპ ხიკს, რომელიც დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ახლდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან