2020-10-01 11:01:38, 1338 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
საქართველოში კორონავირუსით სულ 39 პაციენტი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 299-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 3419-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი რჩება.
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა ამ დროისთვის 1100-ს შეადგენს, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქეები.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან