2020-10-01 10:45:50, 543 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საავადმყოფოში ჯამში 57 პაციენტი მკურნალობს.
„ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 17 არის ბავშვი 40 მოზრდილი. ველოდებით დღეს საკონტროლო პისიარის ტესტის პასუხებს. გვყავს 4 მძიმე მათგან 2 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მათთან დაავადება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ფონზე მიმდინარეობს შარიანი დაავდება და სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებები“, - განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან