2020-09-29 11:07:24, 907 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს არაერთი თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
„გახლავთ აჭარიდან, არის 55 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა არაერთი თანხმხლები დაავადება - შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონილუკი უკმარისობა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ორმხრივი მძიმე პნევმონია. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან