2020-09-28 20:05:07, 3337 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 9 სექტემბერს გდაიყვანეს, მას სუნთქვის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, პაციენტი 9 სექტემბრამდე სახლში მკურნაობდა.
სამინისტროს განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 106 ადამიანი მკურნალობს.
14 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 27 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 9 — გამოჯანმრთელდა.
ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი.
ჯამში კორონავირუსი 1 352 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 434 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 10.
ავტორი: ექსპრესნიუსი,