2020-09-28 11:18:24, 1114 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ერთი თბილისში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ერთი თბილისში მკურნალობდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ენდელაძის თქმით, გარდაცვლილია 57 წლის ქალბატონი.
„გარდაიცვალა სამი პაციენტი. ორი აჭარაშია, 65 და 70 წლის მამაკაცები, რომლებსაც თანხმლები დაავადებები ჰქონდათ. მესამე გამოვლინდა თბილისში, გარდაიცვალა 57 წლის ქალბატონი, მას ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან