2020-09-28 11:19:04, 1206 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი კი კრიტიკულად მძიმეა.
„შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან ექვსი სამეგრელოდანაა, ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი – 16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან სულ 101 პაციენტი განიკურნა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან