2020-09-26 15:29:30, 1625 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს თანმხლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს თანმხლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი მძიმე მდგომარეობით რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.
„რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისში, ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან