2020-09-26 13:43:19, 1008 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის სამშობიარო სახლში 3 ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსზე სამი ჩვილის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ. კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ცნობისთვის, კლინიკაში 15 ფეხმძიმე ქალბატონი მკურნალობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან