2020-09-25 11:20:54, 1183 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 165, თბილისში კი 43 გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„რეგიონების მიხედვით კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც გახლავთ 165 ახალი შემთხვევა, იმერეთში 27 შემთხვევა, კახეთში არის 6, თბილისში გახლავთ 43 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, სამცხე ჯავახეთში 4, ქვემო ქართლში 3 და შიდა ქართლში 2“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან