2020-09-24 23:40:18, 1357 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 227 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, აქადან 61-ის პასუხი დადებითია.
ამის შესახებ ოკუპირებული რეჟიმის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 97 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის.
ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 გახდა.
კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,