2020-09-24 22:02:54, 1210 ნახვა
ომი უკრაინაში
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში კოვიდ-19-ის შემთხვევა გამოვლინდა
ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში კოვიდ-19-ის შემთხვევა გამოვლინდა.
პირველადი ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19 ეპარკიის წევრს დაუდგინდა და ეპარქიის ეპისკოპოსი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით კი, კოვიდ-19 ეპარქიის მესანთლეს დაუდგინდა, ხოლო მიტროპოლიტი გერასიმე ტესტირებას ხვალ ჩაიტარებს.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე", - ვკითხულობთ ეპარქიის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,