2020-09-24 14:01:38, 1100 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგე განაცხადა, კოვიდ19-ით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის იყო და აჭარაში გადიოდა მკურნალობას.
"კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის გახლავთ, სამწუხაროდ 17-ში შესული საავადმყოფოში, რომელსც ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები და შევიდა უკვე კრიტიკულ სიტუაციაში საავადმყოფოში. გარდაიცვალა აჭარაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან