2020-09-24 12:00:23, 1128 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 6 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 149 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 1 128 836-ს მიაღწია, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 149 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 19 948-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ -19-სგან 929 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან