2020-09-24 11:42:41, 1042 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 48 251-ს მიაღწია.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კოვიდ19-ით კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 945-მდე გაიზარდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან