2020-09-22 18:49:17, 1545 ნახვა
ომი უკრაინაში
აზერბაიჯანში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში 39 378 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 578 შეადგინა.
ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 1 851 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან