2020-09-22 18:08:55, 1495 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან გოფოძე - კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს გული გასული ღამის განმავლობაში ორჯერ გაუჩერდა.
„იყო მართვით სუნთქვაზე. პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მისი მდგომარეობა დისტრესის მხრივ ცოტა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ გუშინ საღამოს აღენიშნა უეცარი გულის გაჩერება, ჩაიდგა სტენტი, ამის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე საათში კვლავ გაჩერდა გული“, - განაცხადა გოფოძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან