2020-09-22 16:30:50, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
საირმეში ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსი დამსვენებელს დაუდგინდა
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „დღის კურიერში“ განცხადა, რომ საირმეში ერთ-ერთ პატარა სასტუმროში კორონავირუსი დამსვენებლს დაუდგინდა.
მისი თქმით, კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინშია და მათგან გავრცელების რისკი არ არსებობს.
„საირმეში ერთ-ერთ პატარა სასტუმროში კორონავირუსი დამსვენებელს დაუდასტურდა, ჩვენ სასტუმროს ბინადრები მაშინვე გავტესტეტ და მეორე დღეს ჩვეენ კიდევ გვქონდა მატება. ყველა კარანტინში, შესაბამისად, მათგან გავრცელების რისკი არ არსებობს. კონტაქტების წრე ჯამში არის დაახლოებით 54 ადამიანი“, - განაცხადა „დღის კურიერში“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან