2020-09-22 16:11:21, 1816 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - თქვენი მონა-მორჩილი კორონავირუსის სტატისტიკის გაყალბებას არ დაუშვებს
მშვიდად იყავით, მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მას არასდროს არ დაუშვია სიყალბე.
„მატყობთ რამეში რომ მე ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი, რომლის ხელმძღვანელიც თქვენი მონა-მორჩილია და თქვენი მონა-მორჩილს არასოდეს არ დაუშვია სიყალბე. ასე რომ, მშვიდად იყავით, მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან