2020-09-22 16:01:09, 622 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - თბილისში კოვიდ19-ის შემთხვევები სოფელ დიღომს უკავშირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევები სოფელ დიღომს უკავშირდება.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოკვლეულია.
„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. როგორც მე მაქვს შემთხვევა დაკავირებული იყო დაბადების დღესთან. შესაბამისად, იყ ინფიცირება. გამოიკვლიეს ყველა კონტაქტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან