2020-09-22 10:08:03, 2026 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
აღნიშნული განცხადება უწყებაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მორიგ პროვოკაციულ ქმედებას ემსხვერპლა. უწყებაში მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან