2020-09-21 13:43:59, 1456 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორსა და სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორსა და სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
როგორც კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, ინფიცირებულებს პაციენტებთან შეხება არ ჰქონიათ.
„დადასტურებულ შემთხვევებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ პაციენტებთან. ოთხივე თანამშრომელი თავს გრძნობს კარგად. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ინფიცირების წყარო ცნობილია. იზოლაციაში ათამდე ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა კლინკის მენეჯერმა ბექა იოსელიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან