2020-09-21 10:45:13, 1642 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695-მდე გაიზარდა.
ვირუსით დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 20 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
მათივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 1534-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი რჩება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან