2020-09-21 10:15:09, 1116 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსზე ტესტირება სულ 225 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან დადებითი კი 61 აღმოჩნდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ით სულ 939 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 255 პირი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან