2020-09-20 12:12:24, 5567 ნახვა
ომი უკრაინაში
196 ინფიცირებულებიდან 30 თბილისის, ხოლო 19 ქუთაისის კლასტერია
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი 196 შემთხვევიდან 128 აჭარაში, 30 - თბილისში, 19 -ქუთაისში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - ქვემო ქართლში, 4 - გურიაში, 2 - მცხეთა-მთიანეთში, 1 შიდა ქართლში და 1 კახეთში გამოვლინდა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 836 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე თოთხმეტია.
„მიმდინარე შემთხვევებიდან გვყავს 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტი, დანარჩენთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაია.
მან ასევე აღნიშნა, რომ 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც და ჯამში ინფიცირებულთა 43% შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,