2020-09-19 12:53:52, 12045 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაგოდეხში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდგინდა
ლაგოდეხში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდგინდა.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
„გამოკვლეული ნიმუშებიდან ორი დადებითი შემთხვევა მივიღეთ. ორივე შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია. არის უკვე არსებული კლასტერის ახლო ოჯახური შემთხვევა. ორივე მცირეწლოვანია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან