2020-09-19 11:59:45, 8942 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 097 251-ს შეადგენს.
ამასთანავე, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 144 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 19 339-ს მიაღწია.
სტატისტიკის თანახმად, რუსეთში კოვიდ19-სგან 906 462 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან