2020-09-18 22:42:50, 2596 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში კოვიდ-19 შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი.
„ექსპრესნიუს“ ინფორმაცია შსს-მ მიაწოდა.
სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,