2020-09-18 18:50:17, 3292 ნახვა
ომი უკრაინაში
ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების თანამშრომლების გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და დადებითი იყო.
„ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.
მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,